შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, ბოლო ერთი საათია ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს - შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება.
რა გვითხრა მინისტრმა გახარიამ? მასთან მთავარი შეკითხვა 8-დღიანი საპროტესტო აქციისა და 20 ივნისის ღამის გამო, რა თქმა უნდა - გადადგება თუ არა გახარია? პასუხი ასეთია - მე ვრჩები! მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი თავადაა, თუმცა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.