არც ერთი ტყვია არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც კანონით აკრძალულია - გიორგი გახარია. 

27 ივნისი 2019, 20:26 1525 ნახვა

"არც ერთი ტყვია არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც კანონით არის აკრძალული" - ამბობს გიორგი გახარია და ამტკიცებს, რომ აუცილებლობა იდგა ყველა ამ საშუალების გამოყენება, რომელიც პროტოკოლით არის განსაზღვრული.

''ყველა სახის სპეციალური აღჭურვილობას აქვს თავისი პროტოკოლი, რომლის დარღვევაც იწვევს შესაბამის შედეგებს. ეს აქცია 7 საათიდან 10 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, საერთოდ არანაირი პრობლემა ამ საკითხში არ არსებობდა, სანამ არ განხორციელდა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის. პრობლემა იყო იმაში, რომ ამ აქციაში მონაწილეობას იღებდა ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, შემდგომ უცებ მოხდა ჯგუფურად შეთანხმებით პოლიციაზე თავდასხმა, პარლამენტის შენობის შტურმით აღების მიზნით. ეს, როდესაც გახდა ნათელი შესაბამისად პოლიცია გახდა ვალდებული შეესრულებინა თავისი ფუნქცია. კონსტიტუციის ინსტიტუტების და მოქალაქეების დაცვის და სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე'' - თქვა მინისტრმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში