"ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ნიკა მელია გამართლდა" - მმართველი გუნდი

27 ივნისი 2019, 18:09 1295 ნახვა

ნიკა მელია თავისუფალია. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მელიამ უკვე გააკეთა პირველი შეფასებები. ციტატა: „საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლის შედეგი, ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური და ვერ გაბედა! - ასე გამოეხმაურა ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად მოსამართლე თეიმურაზ გოგოხიას დღევანდელი გადაწყვეტილებისა, ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ  მას არ შეუცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შესახებ.

მელიამ იმ დეპუტატებსაც მიმართა, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს, ამბობს, რომ მათ ღირსება აყარეს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადამიანის თავისუფლების დაცვასა და დამოუკიდებელ სასამართლოზე მიუთითებს, განმარტავენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.  ნიკა მელიას თანაგუნდელები კი ისევ არასაკმარის სამხილზე და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე  საუბრობენ.  

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი