პაპუაშვილმა უნდა განმარტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი პლენუმის შეხვედრის ჩაშლის მიზეზები_განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ოთარ სიჭინავამ. მისი ინფორმაციით, პლენუმს ე.წ. კაბელების, გიგი უგულავასა და "რუსთავი ორის" საქმეებთან დაკავშირებით, რამდენიმე მოსამართლის აცილების თაობაზე, პარლამენტის შუამდგომლობა უნდა განეხილა. სიჭინავას განცხადებით, ვის ინტერესებში შედიოდა პროცესის გაჭიანურება, ამის შესახებ განმარტებები უნდა გაკეთდეს.