საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტარების გადაწყვეტილებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.
''ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის!'' - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ლომჯარია
''მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ისეთ მწვავე ვითარებაში, როგორიც იყო 20 ივნისის საღამოს, მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის!
ეს იქნება მნიშვნელოვანი შექმნილი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რასაც, არსებული საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!'' - წერია სტატუსში.
პარლამენტმა დღეს თანხმობა განაცხადა, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.