შეკვეთილში ერთ-ერთი მოშიმშილეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა

26 ივნისი 2019, 20:15 1384 ნახვა

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენრციას ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს. 

ერთ-ერთ ახალგაზრდას დღეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. გიგა ნაგერვაძე შეუძლოდ გახდა, ის სასწფრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა ითხოვენ, ადგილზე სასწრაფო დახმარების ერთმა ბრიგადამ იმორიგეოს, თუმცა მათი თხოვნა არავინ გაითვალისწინა.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

''მონები'', წავიდეს გახარია-თვალთხარია'', ''რუსეთი ოკუპანტია'', ''არა სისხლიან მთავრობას'', ''სჯობს მონობაში გადიდგულებულს, თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი''  - წერია პლაკატებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებმა კარავსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რკინის ჯებირებზე დაამაგრეს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი