ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტში მსჯელობენ

26 ივნისი 2019, 09:14 1096 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტში მსჯელობენ. პარლამენტში იმყოფებიან პროკურატურის წარმომადგენლები. 

სხდომა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა დეპუტატებს შორის არაერთხელ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. 

დაუჭერენ თუ არა უმრავლესობის წევრები ნიკა  მელიას დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ პროკურორების მტკიცებულებების მოსმენის შემდეგ. 

თუ ნიკა მელიას სტატუსს მოუხსნიან, მას პროკურატურა სავარაუდოდ დააკავებს. 

 

 

გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შემდეგ, 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი  მსჯელობს კოლეგისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე იმ მოტივით, რომ დეპუტატი  დააკაონ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი