კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოცე ტურის მატჩში ,,დინამო’’ ბათუმმა ანგისის ბაზაზე ქუთაისის ,,ტორპედო’’ უმასპინძლა და ფრედ 2:2 დაუზავდა.
შეხვედრის მე-7 წუთზე შორეული დარტყმით ნოდარ ქავთარაძემ ქუთაისელები დააწინაურა.21-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა თერთმეტრმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. 30-ე წუთზე ბათუმელების ლამაზი კომბინაციის შემდეგ, გოლი გაბრიელ რამოსმა გაიტანა და პირველი ტაიმი შავიზვისპირელების გამარჯვებით დასრულა.
65-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა შორი მანძილიდან დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. 20 ტურის შემდეგ, ბათუმის ,,დინამოს’’ 39 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს .
39 ქულა აქვს ასევე ბათუმელთა მთავარ კონკურენტს თბილისის ,, საბურთალოს’’ , რომელმაც დღევანდელი მატჩი ,,ლოკომოტივთან’’ 1-0 დათმო. შემდეგ თამაშს შავიზღვისპირელები თბილისში 3 ივლისს, თბილისის ,,დინამოს’’ წინაღმდეგ გამართავენ.
ამის შემდეგ კი ეროვნულ ჩემპიონატში ერთ თვიანი შესვენება იქნება.