,,ვეფხისტყაოსნის“ დაახლოებით 55 ენაზე თარგმნილი ვერსიის ნახვა დაინტერესებულ პირებს ონლაინ სივრცეშიც შეეძლებათ. პროექტის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ინტერნეტპორტალი ბსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე იქმნება. პოემის უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება ორი წლის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე არსებობს პორტალის ანალოგიური, საცდელი ვერსია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პოემის თარგმანების ორიგინალთან შედარება.