ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროსაბჭოში გაუქმებული ხმის უფლება რუსეთმა დაიბრუნა - გადაწყვეტილება გასაჩივრდა

25 ივნისი 2019, 17:54 1126 ნახვა

5 წლიანი პაუზის შემდეგ  რუსული დელეგაცია დღეიდან  ევროსაბჭოს საპარლამენტო  საქმიანობაში  ისევ ჩაერთვება.  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118 წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.

რუსეთის დელეგაციის უფლებების აღდგენა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გასაჩივრდა. ამისთვის საჭირო იყო 30 პარლამენტარის ხელმოწერა 5 სახელმწიფოდან. საბოლოო კენჭისყრა 26 ივნისს გაიმართება.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი