შეიძლება ითქვას ახალი კურსით, ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა. ეროვნული ვალუტა დოლართან 3-ით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2.83 მეასედი ლარია.
ეს დოლართან ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია. 1 ევრო კი 3.22 ლარი ღირს. ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი ერთი საათის წინ გამოაქვეყნა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეაფასა და თქვა, რომ მოკლევადიანი რყევებზეა საუბარი.