"ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს" - კობიაშვილი რუსეთის მოთხოვნაზე ანტისაოკუპაციო მაისურების გამო დააჯარიმონ კლუბები

25 ივნისი 2019, 14:03 1790 ნახვა

"მიუხედავად მუქარისა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მინდა ვუთხრა მათ, რომ მე ვდგავარ ფეხბურთელების და სპორტსმენების გვერდში და ყოველთვის დავიცავ მათ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს" - განცხადება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ამ განცხადებით რუსეთის ფეხბურთის ფედერაციისა და დეპუტატების ​ უეფასადმი მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ისინი ითხოვდნენ ქართული კლუბების დასჯას მაისურების "საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" გამოყენების გამო.

მოგვიანებით, უეფამ რუსეთის მიმართვაზე თქვა, რომ საქართველოს კლუბების დასჯა მის იურისდიქციას სცილდებოდა და ეს ქვეყნის ფედერაციის გადასაწყვეტია. "მე მინდა შევეხო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება რამოდენიმე დღის წინ, ჩვენმა ფეხბურთელებმა და კლუბებმა სტადიონებზე დააფიქსირეს სწორი და უალტერნატივო პოზიცია. და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ 90 წუთი თამაში და არა რის მხოლოდ ანგარიში, ის გაცილებით მეტია" - თქვა კობიაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში