დეპუტატმა პოლიციას მადლობა 20 ივნისის ღამისთვის გადაუხადა

25 ივნისი 2019, 13:16 1880 ნახვა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდოამრის მოადგილემ, კობა კობალაძემ დღეს პოლიციას მადლობა გადაუხადა. თქვა, რომ 20 ივნისს პოლიცია სრული ლეგიტიმაციით მოქმედებდა.  

"მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი ქმედება იყო უდაოდ ლეგიტიმური, თუ იყო გადაცდომა მათ ქმედებაში, ამაზე შესაბამისი შეფასებები მოხდება" - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა. 

მისი აზრით, პოლიციამ საქართველო გადატრიალებას გადაარჩინა. "ერთი წამით, თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ ის, თუ რა მოხდებოდა აქციის მონაწილეები რომ შემოჭრილიყვნენ პარლამენტში? რა მოჰყვებოდა ამას ქვეყანაში?  მე გთხოვთ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, დაფიქრდით, ჩვენს ოპონენტებს აქვთ იმის დიდი გამოცდილება, რომ თავიანთ ისტერიულ ფონზე წამოიკიდებენ სხვადასხვა შემადგენლობას, მათ შორის ახალაგაზრდებს, შეაზილავენ კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციას,  მიატოვებენ და დამრიგებლური ტონით გვესაუბრებიან" - თქვა კობა კობალაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი