გიორგი გახარიას გადადგომის საკითხის განხილვასაც არ აპირებენ და რუტინულ კანონპროექტებზე საუბარს ვინ აპირებს ახლა აქ? - გიგა ბოკერია

25 ივნისი 2019, 12:46 1348 ნახვა

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით დატოვეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. გიგა ბოკერიას თქმით, გახარიას საკითხის განხილვასაც კი არ აპირებენ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

„არ აპირებენ განხილვას იმ საკითხის, რომელიც მთელი საქართველოსთვის ახლა მთავარი საკითხია. განხილვასაც კი არ აპირებენ გახარიას საკითხის. რუტინულ კანონპროექტებზე საუბარს ვინ აპირებს ახლა აქ?! ეს მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომ პარლამენტის უმრავლესობა გვეუბნება, ამ საკითხს არ განვიხილავ. როგორც კი მივიღეთ პასუხი, რომ ამის განხილვას არ აპირებენ, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა. რა გვესაქმება ახლა აქ?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში