#არდაიგვიანო- გამოცდებზე ხშრად დაგვიანების გამო წელს საინფორმაციო კამპანია დაიწყო

25 ივნისი 2019, 11:20 1753 ნახვა

#არდაიგვიანო - შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული ცენტრი საინფრომაციო კამპანიას იწყებს.  ცენტრი აბიტურიენტებს სთხოვს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში.

მათივე განმარტებით,  უმნიშვნელოვანესია, აპლიკანტი ყურადღებით გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, თუ როდის და კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციაზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებს ახსენებენ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან და ისინი პროცესს ავტომატურად ეთიშებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 1 ივლისს, დაიწყება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი