ნაფიცი მსაჯულები ისევ ვერ შეარჩიეს

24 ივნისი 2019, 18:46 1140 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულები ისევ ვერ შეარჩიეს. სასამართლო დარბაზში დღეს სულ 5 კანდიდატი გამოცხადდა. 3-მა მოსამართლეს  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აცილების შუამდგომლობით მიმართა. დარჩენილი 2 კანდიდატი  კი მხარეებმა დაიწუნეს.

ნაფიცების შესარჩევი სხდომები 6 თვეა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მხოლოდ  3-ია შერჩეული.  ადვოკატების განცხადებით, შესაძლოა 9 თვიანი საპატიმრო ვადის გასვლამდე  ნაფიცების შერჩევა ვერ მოესწროს.  მხარეების მიერ შერჩეულმა 14-მა მსაჯულმა ვერდიქტი ქობულეთში მამაკაცის მძევლად აყვანასა და ძარცვის საქმეზე უნდა გამოიტანოს. მთავარი ბრალდებული სამი პირია.  მომდევნო სხდომა 4 ივლისს გაიმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი