ნულოვანი ბარიერი პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობაა - ანა დოლიძე

24 ივნისი 2019, 13:06 1516 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს ხალხის აქტიურობის დამსახურებად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ ნულოვანი ბარიერი რისკებს აჩენს. 

''მე ხალხს ვულოცავ მათი აქტივიზმის გამარჯვებას, ეს არის ხალხის მობილიზების დამსახურება, ნულოვანი ბარიერი არის პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა, ეს იქნება საშუალება, რომ იყოს ბევრი დაქსაქსული ძალა.

პროპორციული არჩევნები მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ინტერესები წარმოვადგინოთ პარლამენტში, იქნება სიჭრელე, ამიტომ დავარქვი მე ამას ნოეს კიდობანი. შესაძლოა ერთმა პიროვნებამ, სხვადასხვა გარიგებების მეშვეობით ეს ხალხი მართოს, რაც  ჩვენი ინტერესებისთვის კარგი არ არის,” - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა შეუსრულებელია. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პასუხი უნდა აგოს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი