ბათუმის რეკლამირება - ბრენდირებული ტრანსპორტი რიგასა და ტალინში

24 ივნისი 2019, 12:57 1980 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში რეგიონის პოპულარიზაციას  აგრძელებს. სარეკლამო ღონისძიებების ფარგლებში ტალინსა და რიგაში აჭარის საიმიჯო ფოტოებით ტრამვაი დადის,  ბრენდირებული მუნიციპალური ტრანსპორტით აჭარის პოპულარიზაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

გარდა ამისა, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები წელს ერთდროულად  BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს ეთერში ტრიალებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტრამენტის ინფორმაციით, გარდა სატელევიზიო რეკლამისა, აჭარაში გრძელდება ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან. წელს პირველად აჭარის სატელევიზიო რეკლამა  იგეგმება National Geographic-სა და Travel Channel-ის სატელევიზიო ეთერშიც.

27 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდება, რომელსაც ავიაკომპანია ზაფხულის განმავლობაში განახორციელებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი