ბიძინა ივანიშვილი - 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით

24 ივნისი 2019, 11:37 4033 ნახვა

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და თბილისში, ახალგაზრდების აქციის 2 მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაისაჯონ ის პირები ვინც ძალადობდა მოქალაქეებზე და ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა, თუმცა არ დაუკონკრეტებია წავა თუ არა თანამდებობიდან გიორგი გახარია. 

"მმართველი გუნდი იწყებს მასშტაბურ პოლიტიკურ რეფორმებს, ჩვენ გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და სრულად აუქმებს დღეს არსებულ ბარიერს. წესდება ნულოვანი ბარიერი და არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, პარლამენტში მოსახვედრად" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა  ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

„ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც'' - თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 

რას გულისხმობს პროპორციული არჩევნები? რ აიცვლება პარლამენტის არჩევნების დროს? 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში