"ერთი თვალითაც გხედავთ"-სოლიდარობის აქცია ათენში

24 ივნისი 2019, 10:57 1493 ნახვა

სოლიდარობის აქციას  საბერძნეთში მცხოვრები ქართველებიც შეუერთდნენ.  

„ერთი თვალითაც გხედავთ“, „ქართველი რომ, ქართველს ესვრის ტყვია ხვდება საქართველოს“-ბანერებით ქართველი ემიგრანტები ათენის ცენტრში შეიკრიბნენ და საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.

მათი მოთხოვნებიც ანალოგიურია. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში