უცვლელი მოთხოვნებით უცვლელ დროს საპროტესტო აქცია ისევ განახლდება

23 ივნისი 2019, 12:12 1184 ნახვა

პარლამენტთან აქცია დღეს, საღამოს 7 საათზე განახლდება. გვიან ღამით შეკრებილებმა, პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს, გააჟღერეს  თავიანთი მოთხოვნები და  საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ კი დაიშალნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრს, მათ გადადგომისთვის ვადა დღეს, 14 საათამდე მისცეს. გიორგი გახარიას გადადგომის გარდა ითხოვენ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას , ასევე 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას და პოლიციელების დასჯას, რომელბმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში