ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებსაც დროებით ეკრძალებათ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.
დოკუმენტით პუტინი "რეკომენდაციას" აძლევს ტურისტულ სააგენტოებს არ შესთავაზონ მომხმარებლებს საქართველოში ტრანსპორტირება. ამ მუხლში არ წერია, ეხება თუ არა აკრძალვა ტრანსპორტის სხვა ფორმებზე.
პუტინი მოუწოდებს ხელისუფლების შტოებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები რუსეთის იმ მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოში. ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ მათი მოქალაქეების უსაფრთხოდ დააბრუნონ ფედერაციაში.