რუსეთის საგარეო სამინისტრო ტურისტებს საქართველოში საფრთხის შესახებ გააფრთხილებენ

21 ივნისი 2019, 21:01 3343 ნახვა

საქართველოში  შექმნილ სიტუაციაზე რუსეთის პრეიზდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად იმსჯელა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია მიეცა  ქვეყნის მოქალაქეები შესაძლო საფრთხის შესახებ  გააფრთხილოს.   ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებელი რუსოფობიური პროვოკაცია რუს პარლამენტარებთან მიმართებით  შეფასდა როგორც ძალიან საშიში გამოვლინება“- განაცხადა პესკოვმა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან ან უკვე იმყოფებიან საქართველოში,  შესაძლო საფრთხის შესახებ.

რუსი ტურისტების მდგომარეობის გამო  წუხილს გამოთქვამს   რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. ვის შეუძლია დღეს საქართველოში იმის გარანტირება, რომ  პროვოკატორების მიერ მართული  ბრბო არ დაიწყებს სასტუმროების დარბევას? - ამ კითხვას სვამს  ზახაროვა და აცხადებს, რომ  დარბევებმა უფრო მეტი ზიანი თავად საქართველოს მოუტანა.

დღესვე რუსეთს დუმის დეპუტატმა მოუწოდა მოქალაქეებს ქართული კურორტებისა და ბორჯომის ბოიკოტირებისკენ. საქართველოს კი მოუწოდა ეს მინერალური სასმელი ევროპის და ამერიკის ბაზრებზე გაყიდოს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში