რუსეთი საქართველოში მყოფ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს 

21 ივნისი 2019, 18:39 2058 ნახვა

საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად იმსჯელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან ან უკვე იმყოფებიან საქართველოში,  შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილოს. ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუს პარლამენტარებზე, ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი რუსოფობიური პროვოკაცია შეფასდა როგორც ძალიან საშიში გამოვლინება - განაცხადა პესკოვმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ორივე პალატის სპიკერები, უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები, თავდაცვის მინისტრი, უსაფთხოების ფედერალური და სამხედრო დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები.

რუსი ტურისტების მდგომარეობის გამო, წუხილს გამოთქვამს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

''ვის შეუძლია დღეს საქართველოში გარანტიის მიცემა, რომ პროვოკატორების მიერ მართული ბრბო, სასტუმროების დარბევას არ დაიწყებს? - აინტერესებს ზახაროვას. მისი განცხადებით, დარბევებმა უფრო მეტი ზიანი თავად საქართველოს მოუტანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში