''პირველი რადიოს'' ინფორმაციით, ''ქართული ოცნების'' პოლიტსაბჭოს სხდომაზე ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს.
პარტიის ოფისში ოფიციალური განცხადება რამდენიმე წუთში გაკეთდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა.
აქციის მონაწილეები, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის გადადგომას გუშინ ითხოვდნენ.