საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სპეცრაზმმა საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი - აღნიშნულია დოკუმენტში.
Human Rights Watch-ის შეფასებით, ხელისუფლების ვალდებულება იყო პოლიციას დაეცვა საერთაშორისო სტანდარტები.
''ვინაიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მისცეს მითითება პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების წესები. პოლიციისგან ეს წესები მოითხოვს, გამოიყენოს მხოლოდ მკაცრად პროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან საფრთხის საპასუხოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს ისეთ ზომებს, როგორიც არის რეზინის ტყვიები“, – ნათქვამია „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ განცხადებაში.