თავად რუსი დეპუტატი რუსულ გამოცემასთან აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტის შტურმი წინასწარ მომზადებული პროვოკაცია იყო. მიაჩნია რომ, ეს გამოიყენეს საბაბად, რომ დაეწყოთ გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ.,, საქართველოს პარლამენტი ორი წელი გვთავაზობდა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და როგორც იქნა, ჩვენ ჩავედით, ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში დამეკავებინა ადგილი.
სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს“,- განაცხადა გავრილოვმა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა საქართველოს ხელისუფლების ქმედება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ რუს დეპუტატებსა და მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე თავდასხმა დაუშვა. მისი განცხადებით, ასამბლეის ჩატარების ადგილი და მისი ორგანიზების დეტალები ქართულ მხარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული.