ამერიკის საელჩო - მოვუწოდებთ მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

21 ივნისი 2019, 00:52 1708 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ფბ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ იყვნენ თავშეკავებულები და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში. 

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში" - წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი