"მოვუწოდებ მშვიდობიან დემონსტრანტებს არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს"-კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 22:51 1725 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წინ შექმნილ სიტუაციას  პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

"იმან რაც პარლამენტის წინ ხდება შეიძინა ანტიკონსტიტუციური ხასიათი. მოვუწოდებ მშვიდობიან დემონსტრანტებს არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილე.  პოლიცია იმოქმედებს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. მოვუწოდებ ყველას გამოიჩინოს გონიერება არ მისცენ  საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას"-  განაცხადა  კახა კალაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში