სწორედ ეს დეპუტატი იმყოფებოდა დღეს საქართველოს პარლამენტში, სხვა რუს დეპუტატებთან ერთად - სწორედ ეს იყო ფაქტი, რომლის წინააღმდეგაც საზოგადოების თითქმის ყველა წევრი გაერთიანდა - პროტესტი განსაკუთრებით იგრძნობოდა სოციალურ ქსელებში - ადამიანები წერდნენ - სად არის ხელისუფლება, სახელმწიფო ჩამოიშალა, ეს სირცხვილია.
ფაქტს დღეს გამოეხმაურა უმრავლესობის თითქმის ყველა ლიდერი, დღეს უწოდა ასამბლეას ფარისევლობა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ეს მძიმე სანახავი იყო - სხვათაშორის სწორედ ამ ფრაზას იმეორებდნენ უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც.