''რუსეთუმეებო ყარხართ'' - აქცია ევროპის მოედანზე /ფოტორეპორტაჟი/

20 ივნისი 2019, 15:40 5771 ნახვა

''სირცხვილია'', ''რუსეთი ოკუპანტია'', ''რა დამავიწყებს 08:08.2008,'' „რუსეთუმეებო ყარხართ“, ''არა რუსეთს'' - ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის დუმის დეპუტატის ყოფნას აპროტესტებენ, რომელმაც დღეს ასამბლეის სტუმრებს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. 

''ესღა დაგვრჩენია ვუთხრათ მობრძანდით“ - ამბობს მარიამ მუთიძე, რომელმაც ევროპის მოედანზე პერფომანსი მოაწყო და ცარიელი სკამი მიიტანა, წარწერით: Добро пожаловать - ბარემ.

''მარტო ყოფნა საშიშია, შველა ევროკავშირშია - ამ წარწერიანი მაისურით მივიდა აქციაზე "'თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის"' ხელმძღვანელი. ასლან ჭანიძის თქმით, ის რაც პარლამენტში ხდება სამარცხვინოა. 

''სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ პარლამენტში ასეთი რამ ხდება. ყველამ იცოდა, რომ ისინი ჩამოდიოდნენ, გუშინ  გაიმართა მიღება, დღეს კი აბსურდული განცხადებები გაკეთდა, მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა“- ამბობს ასლან ჭანიძე.

„მემგონი რამდენიმე დღის წინ ქუცნაშვილმა, მარშანიამ და ადამიამ დაგეგმა ეს სიტაუციაა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასაცილო  ხდება ეს ყველაფერი.თითქოს ხელისუფლებამ არაფერი იცოდა და რუსი დეპუტატის ჩამოსვლის შესახებ დღეს გაიგეს. აქ უნდა იყოს დახატული მთელი ''ქართული ოცნება'', გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია - ამბობს გიორგი მასალკინი.  

ბათუმში, კვლავ ევროპის მოედანზე კიდევ ერთი აქცია 19:00 საათზე გაიმართება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში