"მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია" - ბიძინა ივანიშვილი

20 ივნისი 2019, 13:33 4526 ნახვა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივინიშვილი განცხადებას ავრცელებს. ამბობს, რომ მისთვისაც მიუღებელია ფაქტი, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიჭირეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და ამის გამო მკაცრად ესაუბრა ირაკლი კობახიძეს.  ივანიშვილი ამბობს, რომ ამ შეცდომას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს. 

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება.

მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“ -  წერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც "ქართული ოცნების" ფბ გვერდზე გავრცელდა. .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში