21 ივნისს, ღამის საათებში საქართველოში, ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რომლის გავლენითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
სანაპირო კურორტებსა და დაბალმთიან რაიონებში კი, ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
ხვალ, 21 ივნისს, დღის მეორე ნახევარიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა კვლავ მაღალი, 30 გრადუსი იქნება.