მეტროში ცემის ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო

20 ივნისი 2019, 00:54 1640 ნახვა

თბილისში, „რუსთაველის“ მეტროში  ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცემის ფაქტზე,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობის მხულიგნობას გულისხმობის, ასევე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

პირველი არხის ცნობით, საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე გამოკითხვაზეა პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, რომელიც მეტროში მომხდარს შეესწრო და ვიდეო გადაიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში