შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროტურნიერების კენჭისყრა გაიმართა და გაირკვა ქართული კლუბების მეტოქეები.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს თბილისის ,,საბურთალო’’ მოლდოვურ ტირასპოლის ,,შერიფთან’’ გამართავს. პირევლი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9 და 10 ივლისს გაიმართება.
რაც შეხება ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, ქუთაისის ,,ტორპედოს’’ მეტოქე ყაზახური ,,ორდაბასი’’ იქნება.
საჩხერის ,,ჩიხურა’’ ლუქსემბურგის ‘’ფოლასთან’’ მოსინჯავს ძალებს, ხოლო თბილისის ,,დინამო’’ სან მარინოს ,,ლა ფიორიტასა’’ და ანდორის ,,ერგონდანის’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება.