საკადრო ცვლილებება - დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

18 ივნისი 2019, 18:18 1453 ნახვა

დაკარგა თუ არა თანამდებობა დავით სერგეენკომ პირველადი ჯანდაცვის არშემდგარი რეფორმებისა და შეუსრულებელი დაპირებების გამო? მედიაში სერგეენკოს გადადგომის საკითხის გააქტიურებასთან ერთად აქტუალური გახდა ყოფილი მინისტრის საქმიანობაც, მას საზოგადოების ნაწილი ჯანდაცვის მაღალშემოსავლიან ბიზნესად გადაქცევაში სდებს ბრალს. თუმცა არც მთავრობის წევრები და არც გადამდგარი მინისტრი არ საუბრობს პრობლემებზე, პრემიერმა ყოფილი მინისტრი მის მრჩევლად დანიშნა.

გაკეთდა განმარტება, რომ  რამდენიმე კვირიანი კონსულტაციების შემდეგ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით დატოვა თანამდებობა დავით სერგეენკომ, თუმცა ზუსტად 3 კვირის წინ დავით სერგეენკოს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში მოუსმინეს, მაშინ ამაზე არანაირი მინიშნება არ გაკეთებულა. დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა, საჩხერის კლინიკის ყოფილი დირექტორი 4 მილიარდ ბიუჯეტიან სფეროს გაუძღვება. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში