„შენი იდეა ბათუმს“ – 10 საუკეთესო პროექტი უკვე გამოვლინდა, მერია 3 იდეას დააფინანსებს. პირველ საპილოტე პროექტს დღეს მოქალაქეები აფასებდნენ. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პროექტებისთვის რეგისტრაცია სულ 400-მა მოქალაქემ გაიარა.
ჯამში 120 ათასი ლარია გამოყოფილი. იდეები ბათუმს ეხება და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. ხმის მიცემა ხვალიდან დაიწყება, ასე რომ მეტი დეტალი შინაარსის შესახებ ხვალიდან გახდება ცნობილი. პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება, მხარდამჭერი აშშ საერთაშორისო სააგენტო USAID-ია.