შუახევის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

16 ივნისი 2019, 12:14 2158 ნახვა

შუახევის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. სათათბირო ორგანოში ახალგაზრდები, ადმინისტრაციული ერთეულებიდან კონკურსით შეარჩიეს. საბჭოს მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა, მოზარდების საჭიროებების ადეკვატური  პროგრამების დაგეგმვა და დაგეგმილი ღონისძიებების მონიტორინგი იქნება.

ისინი  თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ინიციატივებსა და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში