"დადასტურების შემთხვევაში, ეს კიდევ ერთი უსამართლობის განცდის მაგალითი იქნება" - ეკა ბესელია პროკურორებზე

14 ივნისი 2019, 13:42 1862 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა 30 მაისს, პროკურორების დღეს 4 პროკურორი  ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოებულ პროკურორებს შორის მოხვდა ფრიდონ ქარცივაძე, რომელიც  ბათუმში პოლიტპატიმრების საქმის  პროკურორი იყო.

პროკურორებისთვის ჯილდოს გადაცემას  საზოგადოებაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

„თუ დადასტურდა, რომ ისინი ვისაც დღეს ღირსების ორდერებით აჯილდოებს სახელმწიფო, არიან იმ საქმეების პროკურორები,  რომლებმაც  წარსულში გამოიტანეს  პოლიტიკური გადაწყვეტილებები  და ადამიანებს სჯიდნენ პოლიტიკური ნიშნით  ეს კიდევ ერთი უსამართლობის განცდის მაგალითი იქნება,“- განაცხადა  საქართველოს პრალამენტის წევრმა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით - „ შეიძლება, დღეს ვიღაც სხვაგვარად იქცევა, მაგრამ ჩვენი წარსული საქმეების გამო ადამიანები თუ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამას სამართლიანი შეფასება სჭირდება. ეს არის სწორედ ის, რაზეც ძალიან მტკივნეულად რეაგირებს საზოგადოება. ამას უნდა მეტი დაფიქრება და გააზრება. ამ საქმეებზე მომუშავე პროკურორები, რომლებიც დარჩნენ სისტემაში სააკაშვილის პერიოდის მსახურებია. ეს იყო ის მთავარი სირთულე, რამაც შექმნა უსამართლობის განცდა საზოგადოებაში.“

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში