პრივილეგია თუ თანაბარი გარემო ბიზნესისთვის? - შეკითხვები საქართველოს მთავრობას

12 ივნისი 2019, 21:45 1427 ნახვა

ბიზნესმენები პასუხებს ითხოვენ - 11-მა ბიზნესგაერთიანებამ წერილით ფინანსთა მინისტრს მიმართა. ითხოვენ განმარტებებს, რითი იხელმძღვანელა მთავრობამ, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება და ე.წ. ოქროს სიაში შემავალ კომპანიებს საბაჟო გადასახადის ვადები 30-დან 5 დღემდე შეუმცირა.

საუბრობენ მოსალოდნელ რისკებზე. მთავრობაში კი ამბობენ, რომ აქამდე არათანაბარი ვითარება იყო, შეღავათით მხოლოდ 200 კომპანია სარგებლობდა, დანარჩენი 50 ათასი კი განსხვავებულ მდგომარეობაში დგებოდა. პარალელურად ქვეყანაში აქტიურად განიხილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების საკითხი - მსხვილი დამსაქმებლები მთავრობის პირისპირ - ვნახოთ სიუჟეტი და რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ბიზნესმენთან თემურ ჭყონიასთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი