ექნება თუ არა ბათუმის მერიას კონკრეტული შეთავაზება მუსლიმი თემისთვის დღეს გახდება ცნობილი, არ არის გამორიცხული მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს საქმეზე გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს.
დღეს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სადავო საქმეზე სასამართლო პროცესი დილით განახლდა, თუმცა მოსამართლემ მხარეებს დღესვე შეხვედრა და მოლაპარაკება დაავალა, მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, სასამართლო დავა 2 წელია მიმდინარეობს, მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ითხოვს.