“ერთი ხეობის ფოლკლორი”- კონცერტი კონსერვატორიაში

11 ივნისი 2019, 12:19 2198 ნახვა

“ერთი ხეობის ფოლკლორი “   ამ სახელწოდებით კონცერტი თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. წარმოდგენილი იყო 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები.  ასევე მოეწყო ეთნოგრაფიული გამოფენა.

ღონისძიება  გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის", შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის, ასევე   ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში