ხვალ, 12 ივნისს იწვიმებს და ტემპერატურაც დაიწევს

11 ივნისი 2019, 10:39 5129 ნახვა


ხვალ, შუადღის საათებში, საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას დაიწყებს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება. იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვა. ტემპერატურა დაიკლებს და აღმოსავლეთის ცხელ ქარს დასავლეთის ქარი შეცვლის. 

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, 13 ივნისის საღამომდე იწვიმებს აჭარის, როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე, მთიან ზონაში. ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე დაიწევს. 

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მოსალოდნელმა ინტენსიურმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მომატება და უეცარი წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

რაც შეეხება 11 ივნისს,  შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე მაღალ ტემპერატურასთან ერთად მზის ულტრაიისფერი გამოსხივება (UV index) იქნება #9, რაც არის ძალიან მაღალი და ექსტრემალურ გამოსხივებასთან ახლოს მყოფი ნიშნული,

რეკომენდაცია - ქუჩაში ყოფნის დროს, მაქსიმალურად აარიდეთ თავი მზის პირდაპირ სხივებს, ზღვაზე გარუჯვის მოყვარულებმა კი აუცილებლად გამოიყენეთ მზეზე ყოფნის დროს გამოსაყენებელი ყველა დაცვის საშუალება - ქოლგა და მზის დაცვის კრემები spf 40 ის ზემოთ.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი