ამერიკის საელჩო ცხინვალის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

10 ივნისი 2019, 21:40 2109 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს გაიმართა. ამის შესახებ იმ განცხადებაშია საუბარი, რომელიც ცოტა ხნის წინ საელჩომ გაავრცელა.  "ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია“ - აღნიშნავს საელჩო. ამასთან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა", — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, ოკუპირებული  რეგიონის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით 9 ივნისს ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში