ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს

10 ივნისი 2019, 18:03 876 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქართლი.ჯის რედაქტორის შეტყობინების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გუშინ, ღამის საათებში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოპერატიული ავტომობილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა და დაზიანდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნული ფაქტის გაშუქების მიზნით, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მივიდა ადგილობრივი მედიასაშუალების ქართლი.გე-ს რედაქტორი. მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი