რეინჯერების პროფესიული დღე მუხროვანის ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ლევან იზორიამ ყურადღება რეინჯერების ელიტური ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და საპასუხისმგებლო მისიაზე გაამახვილა.
მან სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენაც გაიმართა.