google-ი მომხმარებლებს კიდევ ერთ სერვისს სთავაზობს,ამჯერად კომპანია რუკას "google map"-ს გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურების შეტყობინებების სერვისი დაამატა.
SOS Alert-ი, მომხმარებელს რეალურ დროში შეატყობინებს საფრთხის შესახებ იმ ტერიტორიაზე, სადაც რეალურ დროში იმყოფებიან. საუბარია ბუნებრივი კატაკლიზმების - ქარიშხლის, შტორმისა და წყალდიდობის შესახებ.
ახალი სერვისი მომხმარებელს ვიზუალურ ინფორმაციასაც მიაწვდის და უსაფრთხოების გათვლიასწინებით, ტერიტორიის დასატოვებლად ალტერნატიულ მარშრუტსაც შესთავაზებს.
Google Maps-ის გადაუდებელი შეტყობინებები Android-ზე, iOS-ზე, კომპიუტერების desktop-სა და მობილურიდან "google map"-ზე შესვლის შემთხვევაშიც გამოჩნდება.
როგორც კომპანიაში ამბობენ, სიახლე უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით.