ლადო კახაძემ შალვა შავგულიძეს 4 108 ხმით მოუგო

10 ივნისი 2019, 10:16 2059 ნახვა

პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში, მთაწმინდის უბანში სახელისუფლებო კანდიდატმა, ლადო კახაძემ გაიმარჯვა. 

31 უბნის მონაცემებით, მან 10 738 ხმა (61,83%) მიიღო. მისმა კონკურენტმა ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კი 6 630 ხმა (38,17%).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ლადო კახაძემ II ტურში პირველთან შედარებით 4702 ხმით მეტი მიიღო.

პირველ ტურში ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა, ლადო კახაძემ ხმების 41% (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა კი - 36,83% (5 422 ხმა).

ცესკოს ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განცხადებით, ყველა შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - results.cec.gov.ge. 

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე, ''ქართული ოცნებისა'' და გაერთიანებული ოპოზიციის შტაბებში განცხადებები გაკეთდა. 

შალვა შავგულიძემ დამარცხება აღიარა, თუმცა კონკურენტისთვის გამარჯვება არ მიულოცია. თქვა, რომ მას ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ. 

რაც შეეხება ლადო კახაძეს, მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში