ტურნირი შოტოკან კარატე დოში სტარტს დღეს აიღებს

09 ივნისი 2019, 12:10 1271 ნახვა

მსოფლიოს 10 გზის ჩემპიონი  შოტოკან კარატე დოში იაპონელი სენსეი ჰიტოში კასუია  ბათუმშია. საერთაშორისო ტურნირის გახსნამდე  მან სპორტსმენებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის  ბათუმის  სასპორტო სკოლაში სემინარი  ჩაატარა.

ტრენინგს  10 ქვეყნის 400  კარატისტი ესწრებოდა.  ტურნირი  შოტოკან კარატე დოში დღეს აიღებს სტარტს.   ორთაბრძოლები  6 წონით კატეგორიაში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში