ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარები ბალახითაა დაფარული

09 ივნისი 2019, 12:10 1473 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ტროტუარები ბალახითაა  დაფარული. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკუთარი სახლისა თუ სასტუმროს წინ თავად  ტერიტორიას ასუფთავებენ. პრეტენზიები აქვთ ტურისტებსაც. რუსთაველის ქუჩაზე უცხო  არაა არც პირუტყვი, რომელიც პირდაპირ ტროტუარებზე ბალახობს.

ქობულეთის გამწვანების სამსახურში აცხადებენ, რომ ტროტუარებს სპეციალური სითხით ამუშავებენ და დაახლოებით 10 დღეში წამალი იმოქმედებს. ფილებს შორის კი გამხმარ ბალახს  სწორედ ამის შემდეგ გაწმენდენ. წელს გამწვანების სამსახურს 380 000 ლარი აქვს ბიუჯეტში. აქედან ნაწილი ტროტუარებისა და სკვერების მოვლისთვის იხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში